среда, 12 мая 2010 г.

მოდიოდა ნინო მთებით

1. პროექტის სახელი: ,,მოდიოდა ნინო მთებით''
2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალას წმინდა ნინოს შესახებ. წმინდა ნინოს ღვაწლი ქართველი ხალხის წინაშე.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები ისაუბრებენ:ნინო კაბადოკიიდან იყო. მამამისს ზაბილონს რომის იმპერიის მხედართუფროსობისთვისაც მიუღწევია, შემდგომ ქრისტეს რჯულზე მოექცა და სხვაც ბევრი მოაქცია. დედა სუსანა იერუსალიმის პატრიარქის და იყო.ცოლ–ქმარმა მთელი თავისი ქონება გაყიდა და ფული ქვრივ–ობლებს დაურიგეს. ნინომ ქრისტეს მსახურება ბიძისგან ისწავლა. შემდეგ იგი ქრისტეს ქადაგებით რომში ჩასულა.იქ დაუახლოვდა ორ ქალს რიფსიმესა და გაიანეს და მათთან ერთად გაემგზავრა სომხეთისაკენ. რიფსიმე და გაიანე სომხეთში დარჩენილან ნინო კი ,, ზეგარდმო მინიშნებით საქართველოსკენ გამოემართა. პირველად ჯავახეთში შემოდგა ფეხი ხოლო შემდეგ მცხეთაში ჩამოვიდა აქ მან გააქრისტიანა დედოფალი ნანა და მეფე მირიანი, იგი დიდხანს მოღვაწეობდა მცხეთაში და შემდეგ სოფელ ბოდბეში გადავიდა. ნინო განისვენებს სოფელ ბოდბეში, ვაზის ჯვარი კი სიონის ტაძარში ასვენია.ამ თემებზე ისაუბრებენ ვრცლად.
4.მონაწილეთა ასაკი:საჯარო სკოლის მე–4 კლასი
5.ვადები/ ხანგრძლიობა:1თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები ინტერნეტით, სახელმძღვანელოებისსაშუალებით მოიპოვებენ მასალას წმ. ნინოს მოღვაწეობის შესახებ
7.მოსალოდნელი შედეგები:მზადდება სლაიდშოუ, კედლის გაზეთი, ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციის გაცვლა

8.სასარგებლო სხვებისათვის:მოსწავლეები უამრავ ინფორმაციას ფლობენ ისტორიული მასალის შესახებ თვითონ იძიებენ და აგროვებენ მას უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება,აანალიზებენ და ამუშავებენ ინფორმაციას
9.სამუშაო ენა:ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტი ეფუძნება შემდეგ საგნებს:ქართული ენა, ისტორია, ბუნება. მოსწავლეებსუვითარდებათ:სპეციფიკური და ზოგადი უნარ ჩვევები, ინფორმაციისმოპოვება დაორგანიზებულობა,ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტულისაკითხისდასამუშავებლად იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებს(ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) მოსწავლე ფლობს წერის სწორ სტრუქტურას აანალიზებენ და კომენტარს უკეთებენ ინფორრმაციას.
12.პროექტის ფასილიტატორი:მეტრეველი ხათუნა
13.ფასილიტატორის ელ ფოსტა:metrevelixatuna@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ გვერდი:
xatunametreveli.blogspot.com